მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თქმით, ამ ზაფხულს გარეთ ბეილის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედიც” ყოფილა დაინტერესებული და “ტოტენჰემს” დიდ ფულსაც სთავაზობდა: “ვიცი, რომ “ტოტენჰემმა” “მანჩესტერისგანაც” მიიღო წინადადება, მაგრამ ბეილს “რეალში” თამაში უნდოდა,” – განაცხადა ანჩელოტიმ. L’Equipe-ს ცნობით, მანჩესტერელები ბეილში 150 მილიონ ევროს იხდიდნენ. “რეალმა” კი მასში დაახლოებით 100 მილიონი გადაიხადა.