2015 წლიდან 10 წლის განმავლობაში, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორმას, “ნაიკის” ნაცვლად, “ადიდასის” ლოგო დაამშვენებს, რაშიც “წითელი ეშმაკები” მინიმუმ 750 მილიონ ფუნტს მიიღებენ.
როგორც ცნობილია, “ნაიკმა” “მანჩესტერთან” თანამშრომლობაზე უარი თქვა. ამის მიზეზი მაღალი გადასახადებია. ამის მიუხედავად, 2014-15 წლების სეზონში, “წითელ ეშმაკებს” სწორედ “ნაიკი” შემოსავს.
დღეს, “მანჩესტერმა” ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კლუბმა “ადიდასთან” 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2015-16 წლების სეზონიდან შევა. გარიგების თანახმად, ინგლისური გუნდი, ამ 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 750 მილიონ ევროს მიიღებს.
“ადიდასი” “მანჩესტერს” ფორმებს 1980-1992 წლებშიც უკერავდა. რაც შეეხება “ნაიკს”, ეს კომპანია ინგლისელებთან 2002 წლიდან თამამშრომლობს.