ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი დევიდ მოიესი გუნდიდან ერთბაშად 8 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს. Daily Mail-ის ცნობით, შოტლანდიელს გასასხვისებელი ფეხბურთელების სია უკვე მზად აქვს.
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს, “ოლდ ტრაფორდს” რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი, პატრის ევრა, ნანი, ანდერსონი, ალექს ბიუნტერი, ანდერს ლინდეგორი და ხავიერ ერნანდესი დატოვებენ.
აღსანიშნავია, რომ ვიდიჩსა და ფერდინანდს “მანჩესტერთან” კონტრაქტები ზაფხულში ეწურებათ.