თამაშგარე

13:02 | 15.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

მანჩესტერელები ნიღბებით

პრემიერლიგის ლიდერი კლუბის, “მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა შობა-ახალი წელი მოგვიანებით აღნიშნეს. ამის მიზეზი პრემიერლიგის გადატვირთული გრაფიკი და დროის უქონლობა გახლდათ. თუმცა, როგორც ბრიტანელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, მანჩესტერელებმა მაინც ძალიან კარგი დრო ატარეს და გვარიანადაც მოულხენიათ.
“სიტის“ ხელმძღვანელობის მიერ ფეხბურთელებისათვის მოწყობილ კარნავალზე რობერტო მანჩინის შეგირდები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ორიგინალური საკარნავალო კოსტუმებით მივიდოდნენ. თუმცა, მათ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც აღმოჩნდა, რომ ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი მასკარადზე პოპულარული ამერიკული მუსიკალური ჯგუფის, “კისსის“ ცნობილი ნიღბებით მივიდა.
ცხოვრების წესისა არ იყოს, ჩაცმულობითაც “სიტიში” ყველაზე ორიგინალურობით რა გასაკვირია, რომ გუნდის იტალიელი ფორვარდი, მარიო ბალოტელი გამოირჩა. შავტუხა მარიო საშობაო კარნავალზე მძარცველის ნიღბითა და ჩაცმულობით მივიდა და ყველას ისე ბოროტულად უბღვერდა, უცხო კაცი დიდ განსხვავებაც ვერც ნახავდა რეალურ მძარველსა და მარიო ბალოტელის შორის.   
 

0.187994