ფეხბურთი

15:36 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანჩესტერელები ინიესტას უმიზნებენ

თუკი კატალონიის “ბარსელონა” და ანდრეს ინიესტა ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებიან, 29 წლის ნახევარმცველის გადაბირებას “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ეცდებიან. Daily Star-ის ცნობით, მანჩესტერელები ესპანელის ირგვლივ შექმნილ ვითარებას დიდი ყურადღებით აკვირდებიან და მის ხელში ჩასაგდებად შესაფერის მომენტს ეძებენ.

ინიესტას გარდა, “მანჩესტერი” სესკ ფაბრეგასისა და ანდერ ერერას გადაბირებას ცდილობს, მაგრამ ამ ეტაპზე, არ გამოსდის. “სიტის” ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგისტაინი ინიესტას დაყოლიებას შეძლებს, რადგან პირადად იცნობს და კარგი ურთიერთობაც აქვს.

მიუხედავად ყველაფრისა, დიდია ალბათობა იმისა, რომ ინიესტა ნისლიან ალბიონზე არ გადაბარგდეს. ახალი კონტრაქტის გაფორმება ორივე მხარის ინტერესებში შედის და ძნელად სავარაუდოა, შეთანხმება არ შედგეს.

 

0.128513