მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელ დედამიწაზე და მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც, ახალი წლის დღესასწაული დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა, ინგლისის პრემიერლიგაში საფეხბურთო მატჩები ტრადიციულად საახალწლო დღეებშიც კი გაიმართა.
თუმცა ამ ყველაფერმა, ბრიტანეთში მობურთალი ფეხბურთელების საზეიმო განწყობას ვერაფერი დააკლო. “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა წლევანდელი ახალი წელიც შარშანდელის მსგავსად გრანდიოზული ქეიფით აღნიშნეს და და როგორც ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, სასმელიც ბლომად დალიეს.
შარშან ანალოგიური საახალწლო ქეიფი უფრო მეტად კარნავალის სახეს ატარებდა და საახალწლო “პურის ჭამაზე” ფეხბურთელები სხვადასხვანაირი ნიღბებით გამოცხადდნენ. ამჯერად კი, “დიდად შესარგ სმა-ჭამას” ოდენ ქეიფის ელფერი დაჰკრავდა. ექნებათ თუ არა საქეიფოდ “სიტის” ფეხბურთელებს მომავალშოც - ამას პრემიერლიგის მომდევნო ტურები გვაჩვენებს...