ცხადია, ამ წყვილის ფავორიტის ვინაობა არავისში ეჭვს არ იწვევდა, პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი გასავარდნ ზონაში მყოფ “სანდერლენდს” ეთამაშებოდა. თუმცა, თასს თავისი სპეციფიკა აქვს, ხომ გახსოვთ, შარშან ამავე თასის ფინალში იგივე “მანჩესტერ სიტი” როგორ გააბითურა “უიგანმა,” რომელიც შემდეგ პრემიერლიგიდან გავარდა. ამიტომ შეცდომის გამეორება არავის უნდოდა.
მეორეც, ფინალის გზაზე ”სანდერლენდმა” “საუთჰემპტონი,” “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩამოიცილა – სოლიდური კამპანიაა არა?
პირველი ტაიმი “სანდერლენდმა” უკეთ ითამაშა, ანგარიშიც გახსნეს. მე-10 წუთზე ფერნანდინიომ მეტოქის ნახევარზე დაკარგა ბურთი და “შავმა კატებმა” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს. ბორინი მეკარესთან აღმოჩნდა, კომპანი ცდილობდა ხელი შეეშალა, მაგრამ ბორინიმ მაინც გაიტანა. აი, მეორე ტაიმში კი “სიტი” საკუთარ თავს დაემსგავსა. თანაც მოწინააღმდეგეებსაც დაღლა დაეტყოთ, რაც უპირველესად დაცვაში გახშირებულ შეცდომებში აისახებიოდა, ჯერ იაია ტურემ გაათანაბრა შორიდან ეფექტური დარტყმით, ერთ წუთში კი სამირ ნასრიმ გააორა. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. “ქალაქელებმა” უკან დაიწიეს და ისევ მეტოქის შეცდომას დაუწყეს ლოდინი. ასეც მოხდა, ბოლო წუთზე სრაფი კონტრშეტევისას ოთხი მანჩესტერლი დარჩა ორი სანდერლენდელის წინააღმდეგ, ტურემ ხესუს ნავასს დაუგორა და 3:1.
“ძალიან ბედნიერი ვარ, ვფოქრობ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან მთელი ტურნირის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით, - თქვა შემდეგ მანჩესტერელთა დამრიგებელმა, მანუელ პელეგრინიმ, - წლეულს ეს პირველი ჯილდოა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, გუნდით დაწყებული, პერსონალით დამთავრებული. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად კი ტურე მიმაჩნია. მისმა გოლმა გარდატეხა შეიტანა თამაშში.”
გახარებულმა ტურემ კი დასძინა: დღეს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გავიტანეო.
მანჩესტერ სიტი – სანდერლენდი 3:1 (0:1)
ლონდონი. “უემბლი.” 84 697
მანჩესტერ სიტი: პანტილიმონი, კომპანი, დემიკელისი, საბალეტა, კოლაროვი, ნასრი, დავიდ სილვა (ხავი გარსია 77), იაია ტურე, ფერნანდინიო, აგუერო (ხესუს ნავასი 58), ჯეკო (ნეგრედო 87)
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ბერდსლი, მარკოს ალონსო, ჯონსონი (გარდნერი 60), კატერმოლი (ჯაკერინი 77), ლარსონი (ფლეტჩერი 60), სუნგ-იონგ კი, კოლბექი, ბორინი
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლები: 0:1 ბორინი (10), 1:1 იაია ტურე (55), 2:1 ნასრი (56), 3:1 ხესუს ნავასი (90)
გაფრთხილება: ნეგრედო (90+3); მარკოს ალონსო (82)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმჯა: 4(4)-4(3), ჯარიმა: 12-10, კუთხური: 9-7, თამაშგარე: 0-4, სეივი: 2-3