თამაშგარე

11:20 | 20.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

”მანჩესტერ სიტი” უკვე ზეიმისათვის ემზადება

”ქალაქ მანჩესტერს ვაჩვენებთ, ნამდვილი ზეიმი როგორი უნდა იყოს!” – ეს სიტყვები ცოტა ხნის წინ “მანჩესტერ სიტის“ ქომაგთა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ლიდერმა, ვინმე კრის სკიტერმა თქვა. აშკარაა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში ”სიტის” ბოლოდროინდელი წარმატებული თამაშის შემდეგ, ამ კლუბის ქომაგებმა რობერტო მანჩინის გუნდის შესაძლებლობების ირწმუნეს და ასეთ ხმამაღალ განცხადებებსაც ამიტომ აკეთებენ.
რაც შეეხება კრის სკიტერის დანაქადნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ”სიტის” ქომაგები მანჩესტერს ნამდვილ ზეიმს ასწავლიან... სკიტერს ეს სიტყვები ჰაერში ნამდვილად არ უსვრია, რადგან ”ქალაქელების” ჯიბესქელი მფლობელები ირწმუნმებიან, რომ თუკი მათ კლუბს ასე ნანატრი პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული ეღირსება, მანჩესტერს დიდ, აქამდე არნახულ სიურპრიზს გაუკეთებენ.
სიურპრიზი იმის სიურპრიზია, რომ მისი ადრესატებისთვის მოულოდნელი უნდა იყოს, მაგრამ ინგლისელ ჟურნალისტებს გამოაპარებ რამეს?! ბრიტანელმა მოკალმეებმა საკუთარი წყაროებით გაარკვიეს, რომ ”მანჩესტერ სიტის” ბოსების სიურპრიზი, მანჩესტერში გრანდიოზული ზეიმის აღნიშვნაა, სადაც სასმელი და ტკბილეულობა ყველასათვის უფასო იქნება. თუმცა, სანამ მანჩესტერული კლუბი არსენა ოძელაშვილივით “გზებზე სუფრებს გადაფენდეს”, მანამდე ჯერ პრემიერლიგაა მოსაგები.
 

0.169352