ფეხბურთი

14:39 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ სიტი” ელ-შაარავიში 35 მილიონს იხდის

ინგლისის “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა მზად არის, იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “მილანის” თავდამსხმელის სტეფან ელ შაარავის შესაძენად სოლიდური თანხა გამოჰყოს.

იტალიური პრესის ცნობით, მანჩესტერელები ელ შაარავიში 35 მილიონ ევროსაც არ დაიშურებენ, რადგან ამ ფეხბურთელის გადაბირება გუნდის მთავარ მწვრთნელს რობერტო მანჩინის სურს.

20 წლის ფორვარდი “მილანში” 2011 წლიდან გამოდის და 68 მატჩში 23 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრების მაისური მან 6-ჯერ მოირგო და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.



 

თეგებიელ შაარავი
0.11569