პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ, ვითარება თითქოს დაძაბული იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, მართლაც სასწაული უნდა მომხდარიყო “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონი რომ ვერ გამხდარიყო. “ქალაქელებს” შინ “ვესტ ჰემთან” ფრეც ჰყოფნიდათ პირველი ადგილის დასაკავებლად. მაგრამ ძალიან იოლად მოაგვარეს საქმე. სტუმარი ლონდონელები ფაქტობრივად, არ ჩანდნენ მინდორზე. თამაშის სიუჟეტი ისეთი იყო, რომ მასპინძლებს ყოველ წუთს შეიძლება გაეტანათ, მაგრამ 39-ე წუთამდე “დაიცადეს.” მერე ნასრიმ საჯარიმოს სიახლოვეს იაია ტურესგან მიიღო გადაცემა და ზუსტად დაარტყა მარცხენა დაბალ კუთხეში, მეკარე ადრიანი თითქოს ხელით შეეხო ბურთს, მაგრამ ვერაფერს გახდა. “სიტი” აგრძელებდა შეტევებს, მაგრამ შესვენებამდე აღარაფერი შეცვლილა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი ჯერ დავიდ სილვამ მოარტყა ბურთი ხარიხას, შემდეგ კი ნასრის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ძალიან ცუდად დაუხვედრა თავი კეროლმა და კომპანიმ მეორე გოლი გაიტანა. ამით ფაქტობრივად, ყველაფერი დამთავრდა. “სიტიმ” გამარჯვებამდე მიიყვანა მატჩი და ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა. “ბედნიერი ვარ, რომ წლეულს ორი პრიზი მოვიგეთ. ახლა ორი დღე ვიდღესასწაულებთ, სამშაბათს კი ისევ შევიკრიბებით და მომავლის გეგმებზე ვისაუბრებთ,” – უთხრა მატჩის შემდეგ ჩემპიონების დამრიგებელმა, მანუელ პელეგრინიმ Sky Sport-ს. სხვათა შორის, შეხვედრას გიორგი ქინქლაძეც ესწრებოდა. გიოს პრიზი გადასცეს, როგორც “სიტის” ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში შეყვანილ ფეხბურთელს.
“აბსოლიტურ სიცარიელეში ვარ, სულ ცოტა დაგვაკლდა ჩემპიონობამდე. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც არასოდეს გვტოვებენ. თუმცა, ჯამში ცუდი სეზონი არ ჩაგვიტარებია და ახლა უკვე მომავალზე უნდა ვიფიქროთ, რათა ერთი ადგილით მაღლა ავინაცვლოთ,” – ეს სტივენ ჯერადის სიტყვებია, რომელიც კაპიტანმა უთხრა Sky Sports-ს “ნიუკასლთან” გამარჯვების შემდეგ.
“ლივერპულმა” 9-კაციან “ნიუკასლს” მოუგო, თუმცა მასპინძელთათვის ყველაფერი ცუდად დაიწყო. შკრტელმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ცოტა ხანში სტუმრებს კიდევ მართებდათ გატანა, როცა გუფრანი პირისპირ გავიდა მინოლესთან, მაგრამ ბელგიელმა სასწაულად მოიგერია.
მასპინძელთა გოლები კი ერთმანეთს ჰგავდა, ორივე შემთხვევაში თითქმის ერთი და იმავე ადგილიდან, საჯარიმოს მარჯვენა კუთხის გასწვრივ ჯერარდმა საჯარიმოები ჩააწოდა, პირველად აგერმა გაათანაბრა, მეორედ კი სტარიჯმა დააწინაურა თავისიანები.
მოიგეს “ჩელსიმ,” “არსენალმა,” “ევერტონმა” და “ტოტენჰემმა,” ანუ ცხრილის ზედა ნაწილში მყოფმა გუნდებმა, ჩემპიონთა თანაქალაქელმა “იუნაიტედმა” კი კვლავ ვერ ივარგა, ამჯერად “საუთჰემპტონთან. არადა, სეზონის დასაწყისში ვინ წარმოიდგენდა, რომ "იუნაიტედი" და "საუთჰემპტონი" ცხრილში მეზობლები იქნებოდნენ.
კარდიფ სიტი – ჩელსი 1:2 (1:0)
კარდიფი. “კარდიფ სიტი სთედიუმი.” 27 716
კარდიფ სიტი: მარშალი, ტერნერი, ფაბიო, კოლკერი, ჯონი, უითინგემი, მატჩი, გუნარსონი, დელი (კოუვი 67), ბელამი (ჰილი 76), კემპბელი (ჯეიმსი 89)
მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი
ჩელსი: შვარცერი, კოული, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, კალასი, ობი მიკელი (შურლე 66), მატიჩი, აზარი (სვიფტი 89), ოსკარი, მუჰამედ სალა (აკე 79), ფერნანდო ტორესი
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
გოლები: 1:0 ბელამი (15), 1:1 შურლე (72), 1:2 ფერნანდო ტორესი (75)
გაფრთხილება: უითინგემი (51); ობი მიკელი (33), მატიჩი (88)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 4(3)-5(13), ჯარიმა: 7-10, კუთხური: 3-8, თამაშგარე: 1-1, სეივი: 5-3
ფულემი – კრისტალ პალასი 2:2 (0:1)
ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 24 447
ფულემი: სტოკდეილი, ჰეიტინგა, ამორებიეტა, ჰანგელანდი, ზვეროტიჩი (დეჟაგა 50), სიდუელი, პარკერი, რიჩარდსონი (ტანისლაიფი 79), კაჩანიკლიჩი (დავიდი 23), როდალეგა, ვუდროუ
მწვრთნელი: ფელიქს მაგათი
კრისტალ პალასი: ჰენესი, მარიაპა, დელანი, დანი, უარდი, იედინაკი (დიკხაცოი 59), ლედლი, ბოლასიე, ინსი (პანჩონი 71), შამახი (მიურეი 74), გეილი
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლები: 0:1 გეილი (28), 1:1 ვუდროუ (61), 1:2 გეილი (84), 2:2 დავიდი (90+4)
გაფრთხილება: ამორებიეტა (58), პარკერი (83), დავიდი (90+3); შამახი (12)
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 5(5)-4(6), ჯარიმა: 10-14, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-3
ჰალ სიტი – ევერტონი 0:2 (0:1)
ჰალი. “კინგსტონ კომიუნიქეიშენსი.” 24 848
ჰალ სიტი: მაკგრეგორი, ფიგეროა, დევისი, მაკშეინი (როსენიორი 63), ბრიუსი, ქუინი, ჰადლსტოუნი, ალუკო (კორენი 73), ელ მუჰამადი, ლივერმორი, იელავიჩი (ფრაიატი 54)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, კოულმენი, მაკგიდი (დელოფეუ 69), ბერი, ოსმანი (პინაარი 77), მაკარტი, ნეისმიტი, ლუკაკუ (ტრაორე 89)
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლი: 0:1 მაკარტი (9), 0:2 ლუკაკუ (46)
გაფრთხილება: იაგიელკა (23)
მსაჯი: ჰოვარდ უები
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 3(7)-2(5), ჯარიმა: 7-7, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-3
ლივერპული – ნიუკასლი 2:1 (0:1)
ლივერპული. “ენფილდი.” 44 724
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ფლანაგანი (სისოკო 46), ჯერარდი, ალენი (ფილიპე კოუტინიო 59), ჰენდერსონი, სტერლინგი, სუარესი, სტარიჯი (ლუკას ლეივა 80)
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, დებიუში, ტეილორი (დე იონგი 72), უილიამსონი, ჰაიდარა, ტიოტე (დამეტი 81), სისოკო, ანიტა, შოლა-ამეობი, გუფრანი (სემი ამეობი 78)
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 0:1 შკრტელი (20 საკუთარ კარში), 1:1 აგერი (63), 2:1 სტარიჯი (65)
გაფრთხილება: ლუკას ლეივა (88); დებიუში (35), ანიტა (63), გუფრანი (65), შოლა ამეობი (66)
გაძევება: შოლა ამეობი (66), დამეტი (87)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 6(6)-2(4), ჯარიმა: 8-16, კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-2, სეივი¨1-3
მანჩესტერ სიტი – ვესტ ჰემი 2:0 (1:0)
მანჩესტერი. “ეტიჰადი.” 47 300
მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, საბალეტა, კოლაროვი, ნასრი, ხავი გარსია, დავიდ სილვა (მილნერი 76), იაია ტურე (ნეგრედო 86), აგუერო, ჯეკო (ფერნანდინიო 69)
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ვესტ ჰემი: ადრიანი, ო’ბრაიენი, მაკარტნი, რიდი, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი (ჯერვისი 64), ტეილორი, ნოუბლი, დიამე (ჯო კოული 81), კეროლი (კარლტონ კოული 72)
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 1:0 ნასრი (39), 2:0 კომპანი (49)
გაფრთხილება: დემიკელისი (61), აგუერო (90); ნოლანი (32), ნოუბლი (90)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 10(9)-0(3), ჯარიმა: 7-9, კუთხური: 12-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 0-5
ნორვიჩი – არსენალი 0:2 (0:0)
ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 848
ნორვიჩი: რადი, ოლსონი, ტერნერი, ბენეტი, მარტინი, ტეტი (ლოზა 59), სნოდგრასი, ჰაუსონი, ჯონსონი, რედმონდი (ბენეტი 75), ელმანდერი (ჰუპერი 58)
მწვთნელი: ნილ ადამსი
არსენალი: ფაბიანსკი, სანია, გიბსი, კოშელნი, ჯენკინსონი, როსიცკი (დიაბი 74), იოზილი, არტეტა, რემზი (უილშირი 63), პოდოლსკი, ჟირუ (სანოგო 75)
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 0:1 რემზი (53), 0:2 ჯენკინსონი (62)
გაფრთხილება: ბენეტი (80)
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 4(4)-5(5), ჯარიმა: 7-5, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 6-5
საუთჰემპტონი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 (1:0)
საუთჰემპტონი.”სენტ მერის სთედიუმი.” 31 372
საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, კლაინი, შოუ (ჩემბერსი 79), დევისი, ლალანა (უარდ-პროუსი 69), კორკი (გალახერი 60), შნაიდერლინი, ვანაიამა, ლამბერტი
მწვრთნელი: მაურისო პოჩეტინო
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, სმოლინგი, ფლეტჩერი, იანუზაი, ვან პერსი (ერნანდესი 67), მატა (ვალენსია 89), კაგავა (კერიკი 46), უელბეკი
მწვრთნელი: რაიან გიგზი
გოლები: 1:0 ლამბერტი (28), 1:1 მატა (54)
გაფრთხილება: კორკი (33), ვანაიამა (53), შოუ (65); ვიდიჩი (38), იანუზაი (40)
მსაჯი: მაიკ დინი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 5(4)-1(6), ჯარიმა: 17-5, კუთხური: 6-2, თამაშგარე: 0-6, სეივი: 1-5
სანდერლენდი – სუონსი 1:3 (0:2)
სანდერლენდი. “ლაითი.” 45 580
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში (ალტიდორე 84), ბერდსლი (ჩელუსტკა 63), ვერგინი, ჯონსონი, ლარსონი (ბა 71), კოლბექი, ბრიდკუტი, უიქემი, ბორინი
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
სუონსი: ტრემელი, ტიენდალი (დევისი 75), ტეილორი, ხორდი ამატი, ბერტლი, რუტლიჯი, დაიერი, შელვი, ფულტონი (ბრიტონი 73), ემნესი (დე გუზმანი 55), ბონი
მწვრთნელი: გარი მონკი
გოლები: 0:1 დაიერი (7), 0:2 ემნესი (14), 1:2 ბორინი (50), 1:3 ბონი (54)
გაფრთხილება: ბორინი (83), ბრიდკუტი (85); ფულტონი (20), ემნესი (55), ხორდი ამატი (69)
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 4(8)-1(1), ჯარიმა: 14-16, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-3
ტოტენჰემი – ასტონ ვილა 3:0 (3:0)
ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 35 826
ტოტენჰემი: ლორისი, დოუსონი, როუზი, ნოგტონი, კირიკეში, პაულინიო (ბენტალები 75), სიგურდსონი (პრიტჩარდი 83), სანდრო (ველიკოვიჩი 62), ერიკსენი, ადებაიორი, კეინი
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი, ლაუტონი, ბეიკერი, დელფი, ვესტვუდი, ბაკუნა (რობინსონი 83), აგბონლაჰორი, ვაიმანი, ბოუვერი (ელ აჰმადი 46)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
გოლები: 1:0 პაულინიო (14), 2:0 ბეიკერი (35 საკუთარ კარში), 3:0 ადებაიორი (38 პენალტით)
გაფრთხილება: ნოგტონი (73)
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 2(4)-1(3), ჯარიმა: 11-10, კუთხური: 5-1, თამაშგარე: 6-0, სეივი: 1-3
ვესტ ბრომვიჩი – სტოკი 1:2 (0:1)
ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 26 613
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, მაკოლი, დოუსონი (ო’ნილი 83), ამალფიტანო (ანიჩებე 63), სესენონი, მორისონი, მულუმბუ (ვიდრა 90), ბრანტი, დორანსი, ბერაინო
მწვრთნელი: პეპე მელი
სტოკი: სორენსენი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, მუნიესა, აირლენდი, ველანი, ნ’ზონზი, ოდემვინგიე (კრაუჩი 77), უოლტერსი (ადამი 81), არნაუტოვიჩი (ეთერინგტონი 90)
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლები: 0:1 მაკოლი (22 საკუთარ კარში), 1:1 სესენონი (56), 1:2 ადამი (87)
გაფრთხილება არ ყოფილა
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 2(2)-2(3), ჯარიმა: 4-4, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-3
მეგოლეები:
31 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
22 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)
20 – იაია ტურე (6, “მანჩესტერ სიტი”)
17 – უეინ რუნი (3, “მანჩესტერ იუნაიტედი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), ვილფრიდ ბონი (4, “სუონსი”)
16 – ოლივიე ჟირუ (1, “არსენალი”), ედინ ჯეკო (“მანჩესტერ სიტი”)