“მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბი “ტოტენჰემის” ორი ბელგიელი ფეხბურთელით დაინტერესდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, მცველ იან ვერტონგენისა და ნახევარმცველ მუსა დემბელეს სანაცვლოდ 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. ტრანსფერის წამოწყებაზე უარს არც “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობაა და სატრანსფერო მოლაპარაკება სავარაუდოდ მარტში დაიწყება.
მიმდინარე სეზონში დემბელემ პრემიერლიგაში 23 თამაში ჩაატარა და თავი 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. ვერტონგენის ანგარიშზე 17 მატჩია.