ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შეიძლება პრემიერლიგაში გადავიდეს. ბრიტანული პრესის ცნობით, 27 წლის ჰავბეკის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობაა დაინტერესებული და სავარაუდოდ იანვარში აპენინელებს ოფიციალური წინადადებითაც მიმართავენ.
ოფიციალურ კომენტარს ჯერ არც ერთი მხარე არ აკეთებს. თავად მარკიზიომ კი ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ მისთვის არც ერთ კლუბს არ მიუმართავს და ეს ახარებს, რადგან “იუვენტუსის” გარდა არსად თამაში არ უნდა.