ფეხბურთი

12:04 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანაუსს ინგლისის სტუმრობა არ სურს

 

ბრაზილიის ქალაქ მანაუსის მერს არტურ ვირგილიოს არ უნდა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები მათთან მოხვდეს. ამის მიზეზად ვირგილიომ ბრიტანელთა მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის მიერ გაკეთებული კომენტარი დაასახელა.

“ჰოჯსონმა თქვა, რომ ჯუნგლებში მდებარე ქალაქში თამაში მისთვის სასურველი ნამდვილად არაა. იმედია წილისყრა ისეთ სტუმრებს შეგვახვედრებს, რომელთაც მეტად განათლებული და ტაქტიანი დამრიგებელი ჰყავთ, ვიდრე ინგლისის ნაკრებს” – განაცხადა მანაუსის მერმა.

შეგახსენებთ, მუნდიალის ფინალური ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართება.

0.135818