კალათბურთი

20:08 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა ბოლკქვაძე აქტიურ სპორტს დაუბრუნდა

სუპერლიგის ერთ_ერთი გამოცდილი კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი მამუკა ბოლქვაძე, აქტიურ სპორტს დაუბრუნდა და კარიერას ,,ბათუმი რსუ”-ში გააგრძელებს

ამის შესახებ, ,,მსოფლიო სპორტს” ,,ბათუმი-რსუ”-ს მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, ბოლქვაძე ბათუმის საკალათბურთო სკოლის აღზრდილია. ბოლოს, 2011-12 წლების საკალათბურთო სეზონში თამაშობდა. 2012-13 წლების სეზონში არსად უთამაშია.  ,,ბათუმი-რსუს” გარდა, ,,თბილავიამშენსა” და  ,,ქუთაისი-2010”-შიც აქვს ნათამაშები.

 

 


 

0.116196