თბილისის “დინამო” მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ თურქეთში შეკრებაზე წამსვლელი 24 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა.
“დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟვანიამ არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა:
გიორგი ლორია, ნიკა დაუშვილი, ლევან ტყეშელაშვილი, გიორგი გველესიანი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი რეხვიაშვილი, დავით ხურცილავა, დავით კვირკველია, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია, მათე ცინცაძე, გიორგი ჯანელიძე, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი მოდებაძე, პატრიკ ვუო, ჩისკო, დორინ გოგა, ლაშა შერგელაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა ლობჟანიძე, ნიკა დიასამიძე, გიორგი მერებაშვილი, დარკო გლიშიჩი.
“დინამო” ანთალიაში 27 იანვრიდან 11 თებერვლამდე დაჰყოფს და სასტუმრო Titanic Delux Belek-ში იცხოვრებს. თბილისელები 5 სპარინგს ჩაატარებენ. უკვე ცნობილია სავარაუდო 4 მეტოქის ვინაობა: პოლონეთის “პოდბესკიძიე” (28 იანვარი), ხორვატიის “ჰაიდუკი” (31 იანვარი), ჩეხეთის “მლადა ბოლესლავი” (3 თებერვალი), უკრაინის “ჩერნომორეცი” (6 თებერვალი). მეხუთე მოწინააღმდეგის ვინაობა ირკვევა.