მთელი გასული კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მარტვილის ”მერანის” მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია სხვა გუნდში აპირებდა თავისი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას, თუმცა დღემდე ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე არც მწვრთნელს და არც ”მერანის” ხელმძღვანელობას არ გაუკეთებია. ”მერანი” - ”ტორპედოს” მატჩის შემდეგ მალხაზ ჟვანიამ პრესკონფერენცია გამართა მარტვილში და თავის ფეხბურთელებს გამოემშვიდობა.
როგორც გაირკვა, ჟვანია ”დინამო2”-ში ვასილ მაისურაძეს შეცვლის.
დასანანია, რომ გამოცდილმა მწვრთნელმა, რომელიც წლების განმავლობაში უცვლელად ხელმძღვანელობდა ”მერანს”, გუნდი დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟვანიას ადგილს ”მერანში” ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელის ასისტენტი კახა ჩხეტიანი დაიკავებს.
ედემი ელერჯია