“დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ გაცნობითი ხასიათის იყო. პრობლემებსა და კონკრეტულ გეგმებზე სასაუბროდ მინისტრს უახლოეს მომავალში შევხვდებით და იმედია ეს ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალმა მინისტრმა ფედერაციების ხელმძღვანელებს დღეს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში უმასპინძლა. დაახლოებით ორსაათიან შეხვედრაზე, რომელიც მას-მედიისთვის დახურული იყო, ზოგადად ქართული სპორტის პრობლემატური საკითხებიც ახსენეს, ოღონდ თითოეული დეტალის ღრმა ანალიზი ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნიეს.