საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე თურქული "ტრაბზონსფორის" ყოფილი ნახევარმცველი ფლორან მალუდა, ახალი კლუბის ძიებაშია და საფრანგეთის ლიგა ორის კლუბ "შატორუში" ვარჯიშობს.
შეგახსენებთ, რომ მალუდა "შატორუს" აკადემიის აღზრდილია და 1996-დან 2000 წლამდე ამ კლუბში ასპარეზობდა.
შეგახსნებთ, რომ მალუდა თურქული კლუბიდან მას შემდეგ წავიდა, რაც მთავარ მწვრთნელთან ვაჰიდ ჰალილჰიჯიჩთან კონფლიქტი მოუვიდა. თუ სად გააგრძელებს 34 წლის ფრანგი ნახევარმცველი კარიერას ჯერჯერობით უცნობია.
გიორგი ბალახაძე