საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” ექსნახევარმცველი ფლორან მალუდა კარიერას ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გააგრძელებს.
France Football-ის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელს “არისტოკრატებთან” კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ლონდონელებმა მისი გაგრძელება არ ისურვეს და მალუდაც ახალი გუნდის ძებნას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუდგა. სწორედ ასე მოხვდა ის “ოლიმპიაკოსის” ინტერესთა სფეროში.
პირეოსული კლუბის წარმომადგენლებმა 33 წლის ვეტერანთან მოლაპარაკება უკვე დაიწყეს. უახლოეს პერიოდში მალუდა “ოლიმპიაკოსთან” ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ანაზღაურების სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს.