ფეხბურთი

13:22 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მალიორკას” ეტო’ოს დაბრუნება სურს

შესაძლოა, ლონდონის “ჩელსის” ვეტერანი ფორვარდი სამუელ ეტო’ო სეზონის დასრულების შემდეგ ესპანურ “მალიორკაში” დაბრუნდეს. თჰე შუნ-ის ცნობით, კამერუნელს “სტემფორდ ბრიჯიდან” აბარგება გადაწყვეტილი აქვს.

ამის მთავარი მიზეზი “არისტოკრატის” თავკაცის – ჟოზე მოურინიოს ხუმრობა გახდა, რომელმაც ეტო’ოს ასაკში ეჭვი შეიტანა. ზაფხულში, 33 წლის კამერუნელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და კლუბის შეცვლა უპრობლემოდ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზე, ეტო’ო სწორედ “მალიორკაში” ბრწყინავდა, საიდანაც კატალონიის “ბარსელონაში” გადაბარგდა.

 

0.11978