ფეხბურთი

1:47 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მალიორკამ“ და „რაიომ“ ქულები გაიყვეს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ახალი ტური საყაიმო ანგარიშით გაიხსნა. „იბეროსტარზე“, „მალიორკამ“ და „რაიო ვალიეკანომ“ თითო ქულა მიამატეს თავიანთ მონაგარს.

მატჩის მთავარი მოვლენები საწყის წუთებშივე განვითარდა – გუნდებმა გოლები გაცვალეს, დარჩენილი დრო კი, უხეშობასა და შეტევების მცდელობებს მოანდომეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია გოლი, რომელიც „რაიომ“ გაიტანა: ხოსე მანუელ კასადოს ჩაწოდების შემდეგ, პიტიმ ვარდნაში ეფექტური დარტყმით აიღო მასპინძელთა კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

სტუმართა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან მალიორკელებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა – კუთხურის შედეგად შექმნილ არეულობაში ალეხანდრო ალფარო ყველაზე უკეთ გაერკვა და ტაბლოზე 1:1 დააფიქსირა.

 

 

პალმა დე მალიორკა. „იბეროსტარი“.

მალიორკა – რაიო 1:1 (1:1)

მალიორკა: კალატაიუდი, ჰატონი, ჟერომელი, კევინი, ბიხასი, მარტი, მარკესი (არისმენდი 77), პინა, ალფარო, დოს სანტოსი, ჰემედი (პერეირა 69).

მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო

რაიო: რუბენი, კასადო, ფიგერასი, ტიტო, ამატი (არბილია 72), ფუეგო, ტრასორასი, პიტი, დელიბაშიჩი (ტამუდო 80), ბანგურა, ბაპტისტანი (კარლოსი 66).

მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 0:1 პიტი (7), 1:1 ალფარო (1:1)

გაფრთხილებები: ბიხასი (19), კევინი (33), ჰემედი (47), პინა (88) – რუბენი (13), ამატი (14), ტიტო (27), ბანგურა (67), კასადო (74)

არში დარტყმა: 9 (5) – 14 (5) ჯარიმა: 29 - 12 კუთხური: 5 - 3 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 5 – 9

0.118722