ფეხბურთი

20:21 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგას” დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა

ესპანური “მალაგა”, მომდევნო სეზონში, ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც სპორტულმა არბიტრაჟმა მიიღო.

გასული წლის 21 დეკემბერს, ფინანსური პრობლემების მქონე “მალაგას” UEFA-მ ევროტურნირებზე ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. სასჯელი გაორმაგდებოდა იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრულ ვადამდე, ანდალუსიელები ფინანსური პრობლემები არ მოგვარდებოდა. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამ დავალიანება გაისტუმრა და სპორტულ არბიტრაჟში, ძირითადი დისკვალიფიკაციის გაუქმების მოთხოვნით, საჩივარიც შეიტანა.

დღეს, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი – დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება და გარდა ამისა, ჯარიმის სახით, “მალაგას” 300 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

ლა ლიგის 2012-13 წლების გათამაშებაში, “მალაგამ” ევროპის ლიგაზე გამსვლელი მე-6 ადგილი დაიკავა. მის გარდა, ევროტურნირებზე თამაშის უფლება მერვეადგილოსან “რაიოსაც” აქვს ჩამორთმეული. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “სევილია” ითამაშებს.

 

თეგებიმალაგა
0.115833