ესპანურმა “მალაგამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ “სიტიში” წასული მანუელ პელეგრინის ადგილს გერმანელი სპეციალისტი ბერნდ შუსტერი დაიკავებს.
ცნობილი გახდა, რომ შუსტერმა “მალაგასთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი პრეზენტაცია მომდევნო კვირაში შედგება.
53 წლის სპეციალისტს ესპანეთში მწრთნელად მუშაობის გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, ის “ხერესში”, “ლევანტეში”, “ხეტაფესა” და “რეალში” მუშაობდა. გარდა ამისა, შუსტერი “კიოლნს”, “შახტარსა” და “ბეშიქთაშსაც” წვრთნიდა. თურქული კლუბიდან წამოსვლის შემდეგ, ანუ 2011 წლის მარტიდან მოყოლებული, შუსტერი უმუშევარი იყო.