ფეხბურთი

13:26 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგამ” მიგელ ტორესი დაიმატა

 

ესპანურმა “მალაგამ” “ოლიმპიაკოსის” აწ უკვე ყოფილი მარჯვენა მცველი მიგელ ტორესი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა “მედუზების” ოფიციალურმა ვებგვერდმა.

28 წლის მცველმა ანდალუსიურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ავტომატურად შესაძლოა, ორი წლით გახანგრძლივდეს.

შეგახსენებთ, რომ ტორესი მადრიდის “რეალის” აღზრდილია და “ბლანკოსის” ძირითად გუნდში სამი წელი ირიცხებოდა. შემდგომი ოთხი სეზონი “ხეტაფეში” ჩაატარა, ხოლო გასულ ზაფხულს “ოლიმპიაკოსში” აღმოჩნდა. 


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.125154