"ლივერპულის" ესპანელი თავდამსხმელი ლუის ალბერტო, ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით, "მალაგაში" ითამაშებს. ესპანური მედიის ცნობით, კლუბები ერთმანეთს უკვე შეუთანხმდნენ.
21 წლის ესპანელმა გასულ სეზონში "მერსესაიდელთა" რიგებში 12 მატჩის ჩატარება მოასწრო. ლუის ალბერტო გასულ სეზონში ლივერპულელებმა "სევილიადან" 8 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინეს და ესპანელმა მათი იმედები ვერ გაამართლა.
გიორგი ბალახაძე