ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ესპანური “მალაგა” “მანჩესტერ სიტის” რამდენიმე ფეხბურთელის იჯარით აყვანას შეეცდება. Fichajes.net-ის ცნობით, საუბარია სტევან იოვეტიჩზე, ჯეკ როდუელსა და ჯონ გვიდეტიზე.
ხსენებული ფეხბურთელები სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივიან და არაა გამორიცხული, სეზონის ბოლომდე სხვა გუნდში გადაბარგდნენ. თავის მხრივ, “მალაგას” ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ “ქალაქელთა” თავკაცი მანუელ პელეგრინი თავის ყოფილ კლუბს იჯარაზე უარს არ ეტყვის.
შეგახსენებთ, რომ იოვეტიჩი “სიტის” ზაფხულში შეუერთდა. მანჩესტერელებმა ჩერნოგორიელი ფლორენციის “ფიორენტინასგან” შეიძინეს.