ფეხბურთი

11:31 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგა” პაბლო პერესით გაძლიერდა

არგენტინული “ნიუელზ ოლდ ბოიზის” საკვანძო შემსრულებელი, ნახევარმცველი პაბლო პერესი ესპანურ “მალაგაში” გადავიდა.

ცნობილია, რომ ესპანელები ამ ტრანსფერის სანაცვლოდ ერთ მილიონ ევროს გადაიხდიან, თუმცა, “მალაგა” 28 წლის ახალშენაძენთან კონტრაქტს იქამდე ვერ გააფორმებს, სანამ აწ უკვე “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელ მარტინ დემიკელისის სახელფასო დავალიანებას, 400 ათას ევროს არ გაისტუმრებს.

“მე არ გემშვიდობებით, მე ვამბობ ნახვამდის. მოვიწყენ “ნიუელზის” სამყაროს გარეშე” - განაცხადა პერესმა, რომელმაც პროფესიონალური კარიერა სწორედ ამ კლუბში, 2006 წელს დაიწყო. განათხოვრების წესით მას სანტაფეს “უნიონსა” და ეკვადორულ “ემელეკში” უთამაშია. 2013 წელს ხერარდო მარტიმოს ხელმძღვანელობით მან გუნდთან ერთად არგენტინის ჩემპიონატი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ “მალაგას” განათხოვრების წესით “მეტალისტიდან” ხოსე ერნესტო სოსა უნდა აეყვანა, მაგრამ ამ ფეხბურთელმა საბოლოოდ არჩევანი მადრიდის “ატლეტიკოზე” გააკეთა.

0.11684