ესპანური “მალაგა” და გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციას ანდალუსიელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.
“ყველას აქვს უფლება, თავისი გზით იაროს. გადავწყვიტეთ, რომ ჩემი და “მალაგას” გზები გაყრილიყო. “მალაგას” თავისი ისტორია აქვს და ბრწყინვალე მომავალიც ექნება, ოღონდ, მანუელ პელეგრინის გარეშე”, - განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.
აღსანიშნავია, რომ პელეგრინის “მალაგასთან” კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებდა. დიდი ალბათობით, სამხრეთამერიკელი მწვრთნელი “მანჩესტერ სიტის” მიაშურებს.