ფეხბურთი

18:06 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაკგიდის გოლი, უეფამ ევრო-2016-ის შესარჩევის პირველ ტურში საუკეთესოდ აღიარა

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა, ირლანდიელი ნახევარმცველის, ეიდენ მაკგიდის მიერ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კარში გატანილი მეორე გოლი, ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საუკეთესოდ აღიარა.

“კვირას ირლანდიის ნაკრების საქართველოსთან გამარჯვება (2:1), ეიდენ მაკგიდისთვის დაუვიწყარი გახდება. 24-ე წუთზე, მან ევრო-2016-ის შესარჩევის პირველი გოლი გაიტანა. მალე, ოქრიაშვილმა ლამაზი დარტყმით თანაფარდობა აღადგინა, მაგრამ ძირითადი დროის ბოლო წუთზე, მაკგიდის კლასის ჩვენების დრო დადგა. “ევერტონის” ნახევარმცველმა ბურთი ტექნიკურად მიიღო, დაამუშავა და ძლიერი დატყმით კარის ბადეში გაგზავნა.

“ვგრძნობდი, რომ კარგად ვთამაშობდი, მაგრამ არა შესაძლებლობების მაქსიმუმზე”, – გააფრთხილა მაკგიდიმ მომავალი მეტოქეები მატჩის მერე; იუწყება უეფას ვებგვერდი მაკგიდის შესახებ.

0.122511