ფეხბურთი

11:54 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაკგიდი “ევერტონის” უმთავრესი სატრანსფერო სამიზნეა

ინგლისის “ევრტონი” იანვრის სატრანსფერო პერიოდში მოსკოვის “სპარტაკის” ირლანდიელ ნახევარმცველ ეიდენ მაკგიდის შეძენას ეცდება.

The Telegraph-ის ცნობით, ლივერპულური კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გასაძლიერებლად 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოუყო.

აღსანიშნავია, რომ მარტინესს 27 წლის ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდოდა, როდესაც “უიგანს” ავარჯიშებდა. მაკგიდს “სპარტაკთან” მოქმედი კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა ირლანდიელი დასაჯა და ის ძირითად გუნდს ჩამოაშორა.

0.117967