კალათბურთი

1:36 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონია გამოცოცხლდა

ევრობასკეტ-2013-ის მესამე სათამაშო დღეს  A და B ჯგუფებში მოვლენები სხვადასხვანაირად განვითარდა. უკრაინის მსგავსად ლატვიის ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ მესამე გამარჯვება ვერ მოიპოვა, ბელგიამ კი მეორე ეტაპისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მაკედონიამ ყველასთვის მოულოდნელად სერბეთის დამარცხება შეძლო და ჯგუფში სიტუაცია დაძაბა. 

A ჯგუფი

ბელგია _ დიდი ბრიტანეთი 76:71 (23:19, 10:19, 22:17, 21:16)

უკრაინასთან პირველ ტურში დასანანი მარცხის შემდეგ, ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და საკუთარი სიძლიერე დაამტკიცა. ბელგიასა და დიდ ბრიტანეთს შორის მატჩი თითქმის ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ედი კასტელსის შეგირდებმა პირველი ტაიმი 33:38 დათმეს, თუმცა მეორე ტაიმში სიტუაცია გამოასწორეს. მესამე მეოთხედის ბოლოს ანგარიში თანაბარი გახლდათ (55:55). მატჩში გარდამტეხი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა. ბელგიამ 38-ე წუთზე 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, ჯოი პრუნტის შეგირდებმა კი მატჩის შემოტრიალება ვერ შეძლეს. ბრიტანეთმა ზედიზედ მეორედ შეხვედრა წააგო და ჯგუფში სიტუაცია გაირთულა.

ბელგია: მასოტი (22წ. 15ქ. 2მ), მუკუბუ  (25წ. 13ქ. 3მ. 1პ), ვან როსომი (29წ. 12ქ. 5მ. 5პ), ერველე (30წ. 10ქ. 10მ. 2პ)

დიდი ბრიტანეთი: კლარკი (23წ. 19ქ. 9მ. 1პ), ჰესონი (31წ. 12ქ. 4მ. 1პ)

A ჯგუფი          მ/წ   ქ

1. უკრაინა           3/0    6

2. საფრანგეთი       2/1    5 

3. ბელგია            2/1    5

4. გერმანია           1/2    5

5. დიდი ბრიტანეთი   1/2    5

6. ისრაელი           0/3    3

 

საფრანგეთი _ ისრაელი 82:63 (20:14, 18:15, 27:14, 17:20)

პირველ ტურში გერმანიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებმა ევროტურნირზე ტემპი აკრიფა. ჯგუფის აუტსაიდერთან შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა უპრობლემოდ მოიგო. წინა ევროპირველობის ფინალისტი ბოლო მეოთხედს 16 ქულიანი უპირატესობით შეხვდა და აშკარა იყო ისრაელი გამოცდილ მეტოქესთან ვერაფერს გააწყობდა. ამ შეხვედრით ჯგუფში მესამე ტურის მატჩები დამთავრდა. ერთადერთი წაუგებელი ნაკრები უკრაინაა, რომლის დამარცხებასაც საფრანგეთი 8 სექტემბერს შეეცდება.

საფრანგეთი: პარკერი (23წ. 12ქ. 2მ. 7პ)  პეტრო (13წ. 10ქ. 5მ)  აჯინკა (17წ. 13ქ. 6მ. 1პ)

ისრაელი: ელიაუ (30წ. 14ქ. 5მ. 1პ) კასპი (26წ. 14ქ. 3მ. 2პ)

B ჯგუფი

ლატვია _ ლიტვა  59:67 (17:22, 14:17, 14:13, 14:15)

ლატვიის ეროვნულ ნაკრებს ჯგუფში დროებით გალიდერების შანსი ჰქონდა, თუმცა ბაგატსკისის შეგირდებმა ლიტვასთან ვერაფერი გააწყვეს. ლიტველმა კალათბურთელებმა მატჩში 48 (!) მოხსნა შეასრულეს, ხოლო ლატვიელებმა 26. კაზლაუსკასის გუნდმა მატჩის პირველივე მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა. ორმაგი დუბლი "ტორონტოს" ცენტრმა ვალანჩიუნასმა მიითვალა. ლიტვის ეროვნულმა გუნდმა სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.

ლატვია: ბლუმსი (19წ. 11ქ. 1მ. 2პ), კუკსიკსი (22წ. 13ქ. 3მ)

ლიტვა: ვალანჩიუნასი (24წ. 11ქ. 10მ), კალნიეტისი (31წ. 9ქ. 4მ. 6პ)

მაკედონია _ სერბეთი 89:75 (29:17, 19:15, 22:13, 19:30)

წინა ევროპირველობის ნახევარფინალისტმა და საქართველოსთვის კარგად ნაცნობმა მაკედონიის ნაკრებმა სლოვენიაში ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო, თუმცა დღევანდელ მატჩში სერბეთთან სიურპრიზი შემოგვთავაზა. ალეს პიპანის შეგირდებმა  ბალკანელებს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს. პირველი ტაიმი მაკედონიამ 16 ქულის უპირატესობით მოიგო, მესამე მეოთხედში კი სხვაობა 25 ქულამდე გაზარდა. ბოლო მეოთხედში დუშან ივკოვიჩის გუნდმა მძლავრად შეუტია, თუმცა მატჩის ბედი, რა თქმა უნდა, ვერ შემოატრიალა. საბოლოოდ სერბები 14 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. მაკედონიამ კი სლოვენიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი 27 ქულით ბო მაკალები აღმოჩნდა.

მაკედონია: მაკალები (33წ. 27ქ. 3მ. 1პ) ანტიჩი (37წ. 16.ქ 14მ. 3პ) ილიევსკი (31წ. 16ქ)

სერბეთი: ბიელიცა (29წ. 13ქ. 8მ) ანდიუსიჩი (22წ. 19ქ. 3მ. 1პ)

 

B ჯგუფი       მ/წ   ქ

1. ლიტვა        2/1     5

2. ლატვია       2/1     5

3. სერბეთი      2/1     5

4. მაკედონია    1/2     4

5. ჩერნოგორია  1/2     4

6. ბოსნია       1/2     4

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma

გიორგი ბალახაძე

0.708179