“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ფედერიკო მაკედა, რომელიც “ბირმინგემში” იჯარით თამაშობს, დევიდ მოიესის გუნდში დაბრუნებას აღარ აპირებს. სეზონის ბოლოს, იტალიელს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი ამოეწურება და კლუბს შეიცვლის.
“არა მგონია, “მანჩესტერში” დავრჩე, მაგრამ “ოლდ ტრაფორდზე” გატარებული დრო ყოველთვის კარგად გამახსენდება. “მანჩესტერთან” კონტრაქტს ვადა ზაფხულში გასდის, მაგრამ ამაზე არ ვდარდობ. ვნახოთ, საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ რა მოხდება. ვისურვებდი, ისევ ინგლისში დავრჩენილიყავი”, - განუცხადა ფორვარდმა ბრიტანულ მედიას.
შეგახსენებთ, რომ მაკედამ სეზონის პირველი ნახევარი იჯარის წესით “დონქასტერში” გაატარა.