ფეხბურთი

18:26 | 28.05.2014 | ნანახია 1038 - ჯერ

მაკედა “კარდიფში” ითამაშებს

22 წლის იტალიელი თავდამსხმელი ფედერიკო მაკედა კარიერას “კარდიფში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას უელსური გუნდი ადასტურებს.

მაკედას “მანჩესტერთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს უმთავრდება. “წითელმა ეშმაკებმა” იტალიელ შემტევთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ ისურვეს, რითიც “კარდიფმა” ისარგებლა.

ფედერიკო მაკედა “მანჩესტერის” პირველ გუნდში 2009 წელს გამოჩნდა. მან გოლი სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა და გუნდს “ასტონ ვილასთან” 3:2 მოაგებინა. წარმატებული სტარტის მიუხედავად, “მანჩესტერში” იტალიელის კარეირა არ აეწყო. ის 5 გუნდში იყო განათხოვრებული, რის შემდეგაც “კარდიფს” მიაშურა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:57 | 28.05.2014
Pharrell (1884)

პირველ ორ თამაშში,ორი გადამწყვეტი გოლი.ჩაო ფედერიკო

18:44 | 28.05.2014
gabriel batistuta (1834)

წარამტებები,დიდი პოტენციალი აქვს ნამდვილად ვერ გაიხსნა იემდია კარდიფში ათამაშდება.

18:38 | 28.05.2014
ronald0 (13826)

წადი სერია Aში ტოო საფლავიდან ამოღებული ლუკა ტონი გაცოცხლა იქნებ შენც რამე ქნა ))

18:33 | 28.05.2014
ako. milanista (962)

იმედია, აქ მაინც გაიხსნება

18:30 | 28.05.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

წარმატებები შენ გოლს რა დამავიწყებს არადა შეილებოდა კარგი ფორვარდი დამდგარიყო მარა კდიე აქვს შანსი

0.071359