ფეხბურთი

19:54 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე “მეცში” ემზადება

23 წლის ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე ფრანგულ “მეცში” ვარჯიშობს. როგორც იცით, მაკარიძე 4,5 წლის განმავლობაში გახლდათ “ლე მანში”, რომელიც ამ ზაფხულს ჯერ მესამე ლიგაში გავარდა, შემდეგ კი საერთოდ გაკოტრდა და სამოყვარულო ლიგაში დააქვეითეს. მაკარიძესთან კონტრაქტი გაწყდა და ქართველი მეკარე თავისუფალი აგენტი გახდა.

დიდი შანსია, მაკარიძემ “მეცში” გააგრძელოს კარიერა. ის გუნდთან ერთად ემზადება, თუმცა კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. “მეცი” ლიგა2-ში მეოთხე ადგილზეა, 5 მატჩში 10 ქულა აქვს. 

გიორგიმ რამდენიმე დღის წინათ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში თქვა, რომ ნახევარ წელიწადში ფრანგულ პასპორტს აიღებს (რადგან 5 წელი გახდება, რაც იქ თამაშობს) და ამიტომაც, სხვა ქვეყნის კლუბში წასვლა არ სურს.

 

0.121322