კალათბურთი

18:25 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მაკაბისთან” “რუსთავი” სრული შემადგენლობით იასპარეზებს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მე-8 ტურში, ასპარეზობის ერთ-ერთ აუტსაიდერ “რუსთავს” ტრავმირებული მალხაზ (ქაქუცა) აბაიშვილი (25.04.91, 182სმ) შეუერთდება და ქვემოქართლელები კიდევ ერთ აუტსაიდერ “მაკაბის” წინააღმდეგ სრული შემადგენლობით იასპარეზებენ.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ,, რომ აბაიშვილმა მარჯვენა ფეხის კოჭის იოგოვანი ქსოვილი მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის პირველ ტურში ქვეყნის ექს-ჩემპიონ “არმიასთან” შეხვედრაში დაიზიანა და ამის შემდეგ აღარ უთამაშია.

“რუსთავსა” და “მაკაბის” ჯერ მოგება არ აქვთ და მე-8 ტურში ერთ-ერთი მათგანი პირველ გამარჯვებას მოიპოვებს.

 

0.117296