კალათბურთი

16:12 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მაკაბი” სუპერლიგას დაუბრუნდა

 ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საკალათბურთო კლუბი “მაკაბი” სუპერლიგას დაუბრუნდა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “მაკაბის” პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა, ცნობილმა კომენტატორმა ჯამლეთ ხუხაშვილმა განუცხადა.

“გუნდი ძირითადად ხუთი ძმა რევაზაშვილებითა და ჩემი აღზრდილი კალათბურთელებით იქნება დაკომპლექტებული”, - გვითხრა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “მაკაბიმ” სუპერლიგაში ბოლოს 2008-09 წლების საკალათბურთო სეზონში იასპარეზა და იმის შემდეგ აღარ უთამაშია.

0.117422