ფეხბურთი

19:17 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძემ პორტუგალიის ოთხთა ტურნირისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, 16-20 აპრილს პორტუგალიის ოთხთა ტურნირში ითამაშებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაისურაძე პორტუში შემდეგ მოთამაშეებს წაიყვანს:

მეკარეები: ბექა ქურდაძე, ოთო გოშაძე (ორივე „საბურთალო“).

მცველები: გიორგი გაბაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“), ლაშა დვალი („სკონტო“, ლატვია), ცოტნე ქებურია („დილა 2“, გორი).

ნახევარმცველები: ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე (ორივე „დილა 2“, გორი), გიორგი აბურჯანია, გიორგი გოროზია, ლუკა კიკაბიძე (ყველა „ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“), არჩილ მესხი („დინამო“ თბილისი).

თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ლუკა ზარანდია (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ილია კერძევაძე („დილა 2“, გორი).

ქართველები პორტუგალიაში 14 აპრილს, ორშაბათს გაემგზავრებიან. ტურნირს პორტო უმასპინძლებს. ქართველ 19-წლამდელებს დაპირისპირება პორტუგალიელ, ჩეხ და რუს თანატოლებთან მოუწევთ. 

გაგაცნობთ მომავალი ტურნირის გრაფიკს:

16 აპრილი

პორტუგალია - საქართველო (14:00, თბილისის დროით. სტადიონი “J. Vieira Carvalho”)

რუსეთი - ჩეხეთი

18 აპრილი

პორტუგალია - ჩეხეთი

საქართველო - რუსეთი (13:00, თბილისის დროით. სტადიონი “Dr. Costa Lima”)

20 აპრილი

ჩეხეთი - საქართველო (17:00, თბილისის დროით. სტადიონი J. Vieira Carvalho”) 

პორტუგალია – რუსეთი

0.12315