ფეხბურთი

12:28 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძე კვიპროსით კმაყოფილია

 ფამაგუსტას “ანორთოსისის” 26 წლის ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე კვიპროსულ კლუბში არსებული ვითარებით კმაყოფილია.

“ქვეყანა და ხალხი მომწონს. კარგ გუნდში მოვხდი. ევროპაში “ანორთოსისს” ყველა იცნობს. კლუბში შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ. კარგი მეგობრები შევიძინე და ადაპტაცია არ გამჭირვებია” – იუწყება მაისურაძის სიტყვებს ინტერნეტპორტალი anorthosinews.blogspot.com-ი.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში ლარნაკას აეკ-თან მოგებული (2:1) მატჩის შესახებ, ქართველმა ფეხბურთელმა შემდეგი თქვა:

“ნებისმიერი ფეხბურთელისთვის კვირაში სამი მატჩის ჩატარება ძნელია. თუმცა, ჩვენი მიზანი არ იცვლება. კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ყოველ მეტოქესთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და დროთა განმავლობაში უფრო შევთამაშდებით”.

შეგახსენებთ, რომ მაისურაძესთან ერთად “ანორთოსისში” 19 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია გამოდის. ორივე ქართველი ფამაგუსტელთა სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს.

0.114454