ცენტრალურმა თავდამსხმელმა დავით მაისურაძემ (03.05.90, 204 სმ) სუპერლიგის მონაწილე ქვეყნის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბ “რუსთავში” დარჩენა მინიმუმ 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე გადაწყვიტა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ მაისურაძე “რუსთავში” 2013-14 წლების სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაისურაძე ისევ “რუსთავს” დაუბრუნდა და ამ გუნდში მინიმუმ 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.