თითქმის გადაწყვეტილია, რომ 29 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ამხანაგურ მატჩს გამართავს საუდის არაბეთთან. არაა გამორიცხული, ნაკრებმა იმავე დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატაროს. ყოველ შემთხვევაში, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საუდის არაბეთი ფიფას რეიტინგში 75-ე ადგილზეა. ისინი ვერ მოხვდნენ იმ 4 ნაკრებს შორის, რომლებიც აზიის კონფედერაციიდან გავიდნენ მსოფლისო ჩემპიონატზე. საუდის არაბეთს ესპანელი ლოპეს კარო წვრთნის. ის ერთ დროს მადრიდის “რეალში” მუშაობდა – ჯერ სარეზერვო, შემდეგ კი ძირითად გუნდსაც წვრთნიდა.