ფეხბურთი

11:35 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაიკონს “სიტიში” დარჩენა უნდა

 

ინგლისის “მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელ მცველ დუგლას მაიკონს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გამოცვლა არ უნდა. ამის შესახებ 31 წლის ფეხბურთელის აგენტმა რობერტო ალენდამ Goal-თან ისაუბრა.

“მას წარუმატებელი სეზონო ჰქონდა. ასეთი რამ ფეხბურთში ხდება. ახლა მას სურს დაამტკიცოს, რომ “მანჩესტერ სიტისთვის” ღირებული ფეხბურთელია და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დაიმსახუროს. ბევრს საუბრობენ ჩემი კლიენტის მიმართ “რომას” ინტერესზე, მაგრამ იტალიურ ფეხბურთს ცუდი დროება უდგას, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და რომაელებს გაუჭირდებათ ისეთი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელის შეძენა, როგორიც მაიკონია”, - განაცხადა ალენდამ.

31 წლის ბრაზილიელმა პრემიერლიგის გასულ სეზონში მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველად ამის მიზეზი ტრავმა იყო, მერე კი, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

 

0.116955