თამაშგარე

11:01 | 3.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ოუენის მეუღლე ქმარს მწვრთნელობას ურჩევს

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელის, მაიკლ ოუენის მეუღლე - ლუსი ბონსალი ამბობს, რომ დღეს იშვიათია მაიკლისნაირი მამაკაცები. ანუ, კაცები რომლებსაც არასოდეს ეზარებათ ცოლისათვის სიურპრიზების მოწყობა და არასოდეს ემსგავსებიან რიგით, ცხოვრებისაგან დაღლილ და მოწყენილ ადამიანებს. ლუსი ბონსალი ასევე ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ უყვარს მაიკლს მათი ერთადერთი ქალიშვილი – ჯინი. როდესაც გოგონა სულ პატარა იყო, მის გაზრდაში მაიკლ ოუენიც დიდ მონაწილეობას იღებდა და რამდენჯერმე ვარჯიშიც კი აქვს გაცდენილი მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი ჰყავდა ცოლისგან და ძიძისგან მიბარებული.
მაიკლ ოუენის საფეხბურთო კარიერა მისი ასაკის გამო, რა გასაკვირია, რომ თავქვე მიექანება და არაა შორს ის დრო, როდესაც მრავლისმნახველი კედლის ლურსმანზე მაიკლის ბუცებიც დაიკიდება, თუმცა ფეხბურთელის მეუღლე დარწმუნებულია, რომ ოუენი ფეხბურთიდან სამუდამოდ არ წავა და მისთვის საუკეთესო საქმე, ბავშვთა გუნდის გაწვრთნა იქნება.
“მაიკლს ისე უყვარს ბავშვები, რომ დარწმუნებული ვარ, თუკი იგი მწვრთნელი გახდება, ფეხბურთელებს ძალიან ეყვარებათ და დიდ პატივსაც სცემენ. მაიკლის ხასიათში არის რაღაც ისეთი, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ საფეხბურთიო კარიერის დასრულების შემდეგ, იგი ბავშვთა გუნდის მწვრთნელი გახდეს. მჯერა, რომ ეს საქმე ძალიან კარგად გამოუვა“ – ამბობს საკუთარ მეუღლეზე შეყვარებული ლუსი ბონსალი. 

0.15284