ფეხბურთი

11:53 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ოუენი: “ჩელსი” თავდამსხმელების სასაფლაოა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ შემტევი ხაზის ფეხბურთელებთან მუშაობის გამო გააკრიტიკა. ოუენის აზრით, პორტუგალიელი სპეციალისტის ხელში ვერც ერთმა ფორვარდმა ვერ შეძლო ბოლომდე გახსნა, ერთადერთი გამონაკლისის – დიდიე დროგბას გარდა.

“უკვე სიის ჩამოწერა შეიძლება იმ ფეხბურთელების გვარებით, რომლებიც “ჩელსიში” სხვა კლუბებში ბრწყინვალედ თამაშის გამო გადავიდნენ, მაგრამ მომენტალურად დაამუხრუჭეს. შევჩენკომ, კრესპომ, ტორესმა, ბამ, სტარიჯმა და სხვებმა მოურინიუს ხელში თავიანთი რეალური შესაძლებლობების გამოვლენა ვეღარ შეძლეს. “ჩელსი” თავდამსხმელების” სასაფლაოდ იქცა. მხოლოდ დიდიე დროგბაა გამონაკლისი და მოურინიუ უკვე რამდენი ხანია, ამაოდ ეძებს მეორე დროგბას” – განაცხადა მაიკლ ოუენმა.

0.119377