მსოფლიოს ყველა დორის საუკეთესო კალათბურთელი კვლავ შარში გაეხვა. ქალაქ ატლანტაში მცხოვრები პამელა სმიტი ამტკიცებს, რომ მისი 16 წლის შვილის მამა სწორედ მაიკლია.
მაიკლ ჯორდანს და პამელას, 1995 წელს მართლაც ჰქონდათ ახლო ურთიერთობა. გარკვეული დროის შემდეგ, პამელას ვაჟი – გრანტ რეინოლდსი შეეძინა, რომელსაც ახლა შეუსრულდა 16 წელი. პამელას ამტკიცებს, რომ გრანტის მამა მაიკლია და სურს, რომ განვლილი 16 წლის ალიმენტიც უნდა მიიღოს ბავშვის მამისგან.
თავად ლეგენდარული კალათბურთელი, რა თქმა უნდა ყველაფერს უარყოფს და ამ ფაქტს სამართლებრივი სისტემით ბოროტად სარგებლობის უსინდისო მცდელობას უწოდებს.
ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 2006 წელსაც, როდესაც ვინმე კარლა კანფელიც ზუსტად იგივე ბრალდებას უყენებდა ჯორდანს. გენეტიკურმა ექსპერტიზამ კი მაიკლის მამობა არ დაადასტურა.