ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის ვაჟი, მარკუს ჯორდანი თავისი ცხოვრებითა და ცხოვრებისეული სკანდალებით ამტკიცებს იმას, რომ ქართული გამოთქმა: ”ის ურჩევნია მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასაო” – ხშირად არ მართლდება.
მარკუს ჯორდანი დაახლოებით სამი თვის წინ, ოჰაიოს შტატის პოლიციამ დააკავა. დაკავების მიზეზი ხულიგობა იყო, რომელიც მაიკლ ჯორდანის პირმშომ ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში ჩაიდინა. სასტუმროს მოსაცდელში მჯდომმა ერთ-ერთმა მეძავმა მარკუსს გაყოლაზე უარი უთხრა, რაც უმცროსმა ჯორდანმა ვერ აიტანა და მუშტებიც დაატრიალა.
ახლა კი, მარკუს ჯორდანი ახალ შარში გაეხვა. მარკუსი პოლიციელებმა უგონო მთვრალ მდგომარეობაში იმ დროს აიყვანეს, როდესაც ეს უკანასაკნელი, საკუთარ ავტომობილს საშინელი სისწრაფით მართავდა. როგორც ამბობენ, ეს სკანდალი დიდი ფულადი ჯარიმის გადახდასთან ერთად, მარკუსს 2 თვის განმავლობაში ციხეში ყურყუტადაც შეიძლება დაუჯდეს. არადა, ამ ბიჭზე ამერიკელები დიდ იმედებს ამყარებდნენ და ამბობდნენ, მამამისის საქმის კარგი გამგრძელებელი იქნებაო. მაგრამ, ამ გადასახედიდან მაიკლისა და მარკუს ჯორდანების შედარება, უბრალოდ სასაცილოა.