ლეგენდარულმა კალათბურთელმა და ამჟამად "შარლოტ ბობკეთსის" მფლობელმა მაიკლ ჯორდანმა სცადა თანამედროვეობის 2 საუკეთესო კალათბურთელს - კობი ბრაიანტსა და ლებრონ ჯეიმს შორის არჩევანი გაეკეთებინა.
"ამოვირჩიო საუკეთესო ლებრონსა და კობის შორის? ეს ძალიან რთული საკითხია, თუმცა ჩემი მოსაზრებით 5 მოგებული ტიტული ყოველთვის ჯობია ერთს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე თითქოს ვთვლიდე ლებრონი ვერ გახდება კიდევ ოთხჯერ ნბა-ს ჩემპიონი. უბრალოდ ამ მომენტისათვის ასეთი მდგომარეობაა და ჩემი არჩევანიც ბრაიანტისაკენ იხრება" - ციტირებს მაიკლის სიტყვებს Sun Sentinel.
გიორგი ბარბაქაძე