თამაშგარე

13:09 | 20.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ ტაისონმა საპატიმროს თანამშრომელი აცდუნა

მსოფლიო კრივის ლეგენდამ 45 წლის მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი პატიმრობისას ციხის თანამშრომელი დააორსულა.
”აქამდე  არსად მითქვამს, რომ ჩემგან საპატიმროს თანამშრომელი დაორსულდა. ო, დიახ. ციხეში ასეთი რამეები ხდება, მაგრამ ბავშვი არ დაბადებულა”, - აღიარა ტაისონმა ლას-ვეგასის შოუ – “უდავო სიმართლეში”.
ხსენებული შოუ მსოფლიოს ექსჩემპიონს ეძღვნებოდა. გადაცემაში, რომელიც 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და 740 ადამიანი ესწრებოდა, მაიკმა პირად ცხოვრებას ფარდა ახადა.
შეგახსენებთ, რომ “რკინის მაიკლი” 3-ჯერ დააპატიმრეს. 1992 წელს გაუპატიურებისთვის თითქმის 3 წელი მოიხადა, 1999-ში ადამიანებზე თავდასხმის გამო 9 თვე საპატიმროში გაატარა, 2007 წელს კი, კოკაინის შენახვისთვის და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის 24 საათით საპატიმროში დააბრუნეს.
აქვე გეტყვით, რომ ტაისონი 3-ჯერ იყო დაქორწინებული და 8 შვილი ჰყავს, სხვადასხვა ქალბატონებისგან. სუსტი სქესის წარმომადგენლები, ტაისონისგან სექსუალური ძალადობისთვის, ხშირად ითხოვდნენ მილიონიან კომპენსაციას, თუმცა უსაფუძვლოდ.
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.137411