თამაშგარე

10:33 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ ტაისონმა ევანდერ ჰოლიფილდს “ყური დაუბრუნა”

მსოფლიოს სახელგანთქმულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა, სპორტული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ამერიკული კამპანიის სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა. რეკლამა შეიძლება ჩვეულებრივ რეკლამად დარჩენილიყო, რომ არა მისი უჩვეულო სიუჟეტი, - “რკინის მაიკი” თავის ძველ მეტოქესთან, ევანდერ ჰოლიფილდთან მიდის სტუმრად და სასაჩუქრე ყუთში ჩადებულ მოკბეჩილ ყურს უბრუნებს.. შემდეგი სიტყვებით: “ძალიან ვწუხვარ ევანდერ, ეს თქვენი ყურია. მე მას ფორმალდეგიდში ვინახავდი”.

ცნობისთვის, 1997 წლის 28 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მაიკი და ევანდერი ერთმანეთს ერკინებოდნენ, როცა ტაისონმა ჰოლიფილდს ყური მოაკვნიტა და სკანდალური მოკრივე გარკვეული დროით მოიკვეთა კრივიდან.

ამ რამდენიმე თვის წინათ, ლარი კინგის შოუში, ევანდერ ჰოლიფილდმა მაიკ ტაისონს ჩადენილი საქციელი აპატია და სარეკლამო ინდუსტრიამაც თავის რგოლში გამოიყენა ეს მომენტი.


0.159939