თამაშგარე

21:52 | 3.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ ტაისონის ყოფილი ცოლი ბრედ პიტის მკლავებში

წარმოიდგინეთ ასეთი სცენა: ლამაზ ასულთან განცხრომაში ხართ და უცებ თავზე გადგებათ მისი ქმარი. მაგრამ ქმარიცაა და ქმარიც... თავზე თვით მაიკ ტაისონი რომ წამოგადგება სულ სხვა საქმეა. დაახლოებით 25 წლის წინათ,  ზუსტად ასეთი რამ დაემართა, ცნობილ მსახიობს - ბრედ პიტს და ეს ისტორია ამასწინათ ერთ-ერთ ტელეშოუში თავად მაიკ ტაისონმა აღიარა.
ლეგენდარულმა მოკრივემ უამრავი ტელემაყურებლის წინ განაცხადა, რომ თავის პირველ ცოლს, რობი გივენსს, 25 წლის წინათ, ბრედ პიტთან სექსისას შეუსწრო და ოტელოს სცენის გათამაშებას სულ ცოტა დააკლდა. მაიკი თურმე ცოლთან განშორებას იმ პერიოდში ისედაც აპირებდა, მაგრამ აბა როგორი მოსათმენია, როდესაც შენს ცოლთან მოგძუძუნავე ჰოლივუდის მაშინ ჯერ კიდევ ამომავალ ვარსკვლავს იხილავ...
ტაისონის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ რინგზე გადარეულმა მოკრივემ, იმ შემთხვევაში დიდი მოთმინება გამოავლინა და ორივე არ ჩააკლა ადგილზე. ახლა, როდესაც ბრედ პიტს ცოლად ჩვენი პლანეტის უმშვენიერესი ქალბატონი, ანჯელინა ჯოლი ჰყავს, ალბათ დიდად ვერ დატკბება წარსული მოგონებებით. თან რომელი კარგი მოსაგონარია, როდესაც ამ მოგონებებს კუნთებდაბერილი მაიკ ტაისონის ახოვანი სილუეტი ამუქებს.
საერთოდ კი, წარსულს ალბათ მაინც ვერავინ გაექცევა...
 

0.167994