კვლავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, ლეგენდარული მაიკ ტაისონი (აშშ), რომელიც რამდენიმე წელია აქტიურ სპორტს შეეშვა.
წარსულში ცნობილ მოკრივეებთან (ევანდერ ჰოლფილდი, რეი ლეონარდი, ტომას ჰერნსი, რობერტო დურანი) ერთად ტაისონი ნიუ იორკის (აშშ) სავაჭრო ცენტრში გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფებს არიგებდა. ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გამორჩეული ინტერესით ტაისონი სარგებლობდა, რომელსაც 12 მცველის დახმარება დასჭირდა, რათა ღონისძიება დაეტოვებინა.